მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ჩქუმისა და თაბორის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

ცეცხლი ქობულეთის შემოვლით გზაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმთან ტყეში ხანძარია. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები.

ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს.

„რადგან სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას, მეხანძრეები იძულებული არიან ფეხით გადაადგილდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარებათ.

ასევე, ხანძარია სოფელ თაბორის თავზე, სადაც ტყის მასივი იწვის. ახალახანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

რეგიონში მსგავსი სიტუაციაა ონის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო ორბელის უღელტეხილზეც, რომლის ლოკალუზება, საბედნიეროდ, დროულად მოხერხდა“, – ნათქვამია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის კერების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 136 შეტყობინება შევიდა.

👉 ბოლო ინფორმაციით, 136-დან 116 კერაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია, სხვა ადგილებში კი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.