მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ჯაფაროულში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გზის დაგება

ხარაგაულში კიდევ ერთ სოფელს ექნება კეთილმოწყობილი ცენტრალური გზა. დაბა ხარაგაულთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ ჯაფაროულში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ბეტონის საფარი სოფლის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე იგება. სამუშაოებს შპს „მათე“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 200 000 ლარს აღემატება.

წელსვე, ჯაფაროულის ცენტრალურ გზაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემა ეწყობა.