მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ცაცხვსა და დიდ ნეძში ახალი ნაგავსაყრელის პროექტი განიხილეს

ნაგავსაყრელის მოშლის განხილვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და დიდი ნეძში, ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაა". ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.

2020 წლის 30 ივნისამდე, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ინფორმაცია პროექტისა და სკოპინგის ანგარიშის შესახებ იხილეთ ბმულზე.