მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ტვიშში მეუფე სტეფანეს კურთხევით ჯვარი აღიმართა

ტვიშში „ჯვაროსნულმა მოძრაობამ“ ჯვარი აღმართა

რიონის ხეობაში სოფელ ტვიშში მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ჯვარი აღიმართა.

ინიციატორი ჯვაროსნული მსვლელობაა. მათი თქმით, ჯვარი ტვიშის სტადიონზე ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ნებართვით და გადაწყვეტილებით განთავსდა.

პროცესი კოვიდრეგულაციების დარღვევებით წარიმართა, ვინაიდან ჯვრის აღმართვის პარალელურად ტვიშში 150 კაციანი სუფრაც გაიშალა. „რიონის ხეობის მცველების“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი ადამიანები პირბადეებით არ სარგებლობენ.

ტვიშში იმყოფებიან „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ამბობენ, რომ გაიგეს ჯვრის აღმართვის შესახებ და ადგილზე ჩასვლა გადაწყვიტეს.

მათივე განმარტებით, ამ პროცესთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, თუმცა, ჯვაროსნული მსვლელობა მათ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს.

ადგილზე სადღესასწაულო სუფრაა გაშლილი და რეგულაციების დარღვევით შეკრებილები ჯვრის აღმართვას აღნიშნავენ.