მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ზემო და ქვემო ყულარში წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

სოფელ ზემო და ქვემო ყულარში წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ აქტიურ ფაზაშია შესული სოფელ ზემო და ქვემო ყულარის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროცესი, სადაც 1 262 904 ლარის ღირებულების სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს სოფელ ზემო და ქვემო ყულარის მოსახლეობა“, - აღნიშნული მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.