მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ზვარეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები საჯაროდ განიხილეს

პროექტის დოკუმენტები

„საქართველოს რკინიგზისა“ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ ზვარის ბაღის ეზოში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი-ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფელ ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20-760-23-060 საპროექტო ცვლილების) ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა იყო.

ახალი პროექტის ფარგლებში ორი ძირითადი ცვლილება ხორციელდება. პირველი- პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ზვარის მეწყერის გააქტიურება, რის გამოც პროექტის გადატანა მდინარს მარცხენა ნაპირზე ხდება და მეორე- თავდაპირველი პროექტის ფარგლებში მოლითის სადგური ინგრეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შენობა შევიდა კულტურულ ძეგლთა სიაში, რკინიგზა აღარ გაივლის პირდაპირ მოლითის სადურზე და მისი გვერდის ავლით, შენობის წინ გავა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობასთან ერთად კომპანიისა და სამინისტროს წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის დროს გამოწვეული მთავარი პრობლემები გააცნო.

„უმთავრესი პრობლემა სოფლისთვის ზვარის მჟავე წყლებია, მოსახლეობას მისი დაკარგვის ეშინია, ქანების აფეთქება დაიწყება. მეორე პრობლემად თავდაპირველი პროექტის შემდეგ დატოვებული „პირველი სანაყარო“ დასახელდა, რომელიც შინაური ცხოველებისა და სოფლის მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის, ხოლო მესამე პრობლემად გზის ამტვერება დასახელდა.

სამივე პრობლემაზე კომპანიის წარმომადგენელმა ნუცა კიკნაძემ ისაუბრა. ძველი პროექტის შედეგად მოხდა მეწყრული სხეულის გააქტიურება და ჩამოწვა მეწყერი, ამის შემდეგ ჩატარდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარების გეოლოგიური დასკვნები, რომელ დასკვნებშიც წერია, რომ მეწყერის სხეულის დასტაბილურების შემდეგ მოხდება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება ამ მეწყერის ან გაწმენდის ან გამაგრების შესახებ. იქამდე, სანამ მეწყერული სხეული არ განიცდის დასტაბილურებას უფრო საშიშია მასზე ხელის ხლება. რაც შეეხება ზვარეს მინერალურ ჭაბურღილს, რომელიც დღეის მდგომარეობით გახლავთ ლიცენზირებული, ძველი პროექტით გვიწევდა სალიცენზიო ობიექტის ე.წ თხუთმეტ მეტრიან სანიტარულ ზონაში გავლა და ამით საფრთხე ექმნებოდა არსებულ ჭაბურღილს. ახალი პროექტით გადავწყვიტეთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჭაბურღილს და ჭაბურღილს მოვშორდით 17-18 მეტრით.

გზების ამტვერების პრობლემასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველთვის ვალდებულებაში გვიდებს აღნიშნული გზების მორწყვის საკითხს. „პირველი სანაყარო“, სადაც იყრება ფუჭი ქანები და რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგლებას, მისი მოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება სანაყაროზე ფუჭი ქანების შეტანა. ამჟამად სამუშაოები 95 %-ით შესრულებულია, თუმცა ადგილის მოწესრიგება ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.