მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

თელავში საქმიანი ეზო მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადეგნლებთან ერთად, მოსახელობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, ხოლო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“ ორგანიზებულად განახორცილებს.

ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.

ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოაგდნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს, რის შედეგადაც ტყეზე უარყოფითი გავლენა და უკანონო ჭრების რისკები შემცირდება.