მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ

აქცია წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შედეგების არსებული დოკუმენტი ვერ ასახავს რეალობას და ამ დოკუმენტის ახლიდან შემუშავებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებს და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს.

„აქ არის ისეთი უნიკალური ჯიშის ვაზი, როგორიცაა ტვიში, უსახელოური და ხვანჭკარა. ტენიანობის მომატება კი მათ უნიკალურობას დაუკარგავს. აქედან 20 კილომეტრში მდებარეობს ქუთაისი და კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, 19 წუთში ქალაქს 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს“, - განაცხადა საქართველოს სოფელ დერჩის მცხოვრებმა, მალხაზ მურუსიძემ.