მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოს რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 7 მილიონი მოხმარდება

წყლის მილები

წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც დანაკარგები ხშირია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება .

პროექტს 7 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა წყალამომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

👉 ინფორმაციისთვის, წყალამომარაგების კომპანიამ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. შედეგად, მოსახლოებას წლების განმავლობას არსებული პრობლემა მოუგვარდა და სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს.