მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წნორში ქალმა ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

სოფელი წნორი

წნორში მცხოვრებმა ქალმა საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრი სცემა. ინციდენტი ორიგანიზაციის წევრების ადგილზე ჩასვლასა და ინფორმაციის გადამოწმებას მოჰყვა.

ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მაყვალა სპანდერაშვილს საცხოვრებელ სახლში ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა, ცხოველებს არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.

ცხოველთადამცველებს, მათივე თქმით, ვითარება კიდევ უფრო მძიმე დახვდათ, რის გამოც ორი ძაღლი წამოიყვანეს. ამ ფაქტმა კი მეპატრონე გააღიზიანა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ტასო ლოსაბერიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის თანდასწრებით მიაყენა.

ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელით ძაღლების მოვლის მიზნით, მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, თუმცა შემოწირული თანხა რეალურად ცხოველების მოვლა- პატრონობას არ ხმარდება.
ინციდენტის მონაწილე ყველა მხარე სიღნაღის რაიონულ პოლიციაში გამოკითხეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.