მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

ზუგდიდში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია ადგილზე გაეცნენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ყულიშკარში 1700 მეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ბეტონის საფარი.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მიმდინარეობს“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 290 303 ლარია.

მათი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა.