მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად დატბორილ საცხოვრებელ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს

წყლის ამოტუმბვა ბათუმში

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ საცხოვრებელ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები და სანიაღვრე ჭები.

სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შევიდა.

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური მობილიზებული იყო და მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა.

საჭიროების შესაბამისად მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა.