მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიაში ავარია მოხდა - დაღუპულია 2 ადამიანი

არ გადაკვეთო 4

გურიის სოფელ ლაგვანთაში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მანქანაში მჯდომი სამი პირიდან ერთი ადგილზე, ხოლო მძღოლი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მესამე ადამიანი დაშავებულია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსიხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.