მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მომხრეებმა აქცია გამართეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მხარდამჭერი აქცია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მომხრეებმა სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები და კომპანიაში დასაქმებულები პროექტის განხორციელებას ითხოვენ.

მათი თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ხეობის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რაც სოფლებს დაცლისგან გადაარჩენს და მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ბულინგის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი არიან. ისინი მთავრობას მიმართავენ, ყურადღება მიაქციონ მათ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ.

ამავე თემაზე:

ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება - დირკ ბუშლე