მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

გზის რეაბილიტაცია

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მეტრ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება სანიაღვრე არხებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

არსებული გზა ერთმანეთთან დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს აკავშირებს.

აღნიშნული გზით ჩირუხის მთაზე ადგილობრივი მცხოვრებლები და ვიზიტორები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.