მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შუახევში ადგილობრივი საავტომობილო გზის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1800 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტირებული გზით წყალსაყრის თემში რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს.

აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც, გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ, პირველ მოადგილესთან რაულ ბერიძესთან და სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.