მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შუახევში მორიგი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

გზების რეაბილიტაცია შუახევის მუნიციპალიტეტში

შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით საავტომობილო გზის 2215 მეტრ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული გზა უკავშირდება ჭვანის და ბარათაულის თემს. რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.