მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ გუმათში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისინი რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.

აქციის მონაწილეები ცდილობენ კორდონის გარღვევას და მეორე მხარეს გადასვლას.

ვარლამ გოლეთიანი მოქალაქეებს უკან დახევისკენ მოუწოდებს, რათა მათ დაზიანებები არ მიიღონ. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორიიდან ორი ადამიანი გაიყვანა, თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა მათი დაკავება.

შეგახსენებთ, რომ 24-25 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

მათი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.