მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობა ბათუმში - დატბორილია ქუჩები (ფოტო/ვიდეო)

ბათუმში წყალდიდობის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

ბათუმის ქუჩები, კომერციული ფართები, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები წყლით დაიტბორა.

ამასთან, დატბორილია ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაც.

„დილის 03:30 საათიდან სამაშველო სამსახურში ვრეკავთ და ვითხოვთ დახმარებას. გამოვაღწიე ყელამდე წყალი იყო და მოხუცი შიგნით სახლში დარჩა. დატბორილი და განადგურებულია ყველაფერი. შარშან იმ ეზოში ადამიანი გარდაიცვალა, კუბო გამოიტანა წყალმა და ჩვენთან არავინ მოსულა. ხალხი რამდენს წვალობს კი ხედავთ, რამდენია ზარალი არ ვიცით. ყველაფერი დატბორილია“, - აცხადებს დაზარალებული.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სანიაღვრე მილები ვერ ატარებს წყალს და სწორედ ეს იწვევს პრობლემებს.

„ამდენი წელია ასეთ შავ დღეში ვართ. რაც დაიტბორა არაფერი ვარგა“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.