მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს

ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს

კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გზის სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.

მერიის ცნობით, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ასფალტის საფარი იგება 2 525 მეტრზე. პროექტის ღირებულება 735 000 ლარია.

ცნობისთვის, კახათის გარდა გზის სამშენებლო სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.