მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლის ჩაქუჩი

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულ დედასა და მამინაცვალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროცესზე მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

უფლებადამცველების განცხადებით, პროკურატურას წამების ფაქტზე სასამართლოსთვის მტკიცებულებები არ წარუდგენია და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უსაფუძვლო გადაწყვეტილებაა.

ამ დროისთვის არასრულწლოვანი მინდობით აღზრდაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ წამების მუხლით ედებათ, რაც 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები 19 ივნისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა და მამინაცვალი არასრულწლოვანს დასჯის მიზნით სისტემატურად აწამებდნენ.