მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუას ძმას ბრალი წარუდგინეს - ის დანაშაულს არ აღიარებს

ბადრი ესებუას ძმა

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული და ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

სამხარეო პოლიციაში მისი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატების ინფორმაციით, არც ბრალს აღიარებს და ასევე, დასძენს, რომ მას ბადი ესებუასთან კონტაქტი აღარ ჰქონია.

„მიგვაჩნია, რომ ბიძინა დააკავე ბადრი ესებუაზე ზეწოლის მიზნით, რომ გამოცხადდეს პოლიციაში და ჩაბარდეს. ვფიქრობთ, ეს არასამართლიანი მიდგომაა“, - აღნიშნა ესებუების ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

👉 ინფორმაციისთვის, სამართალდამცველებმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით დააკავეს.

👉 გამოძიების ცნობით, მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა.

ბრალდებული 12 დეკემბერს ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს.