მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

პოლიცია დაჭრა

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კაცი მოქალაქეს ოფისის წინ ესაუბრებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოფარგლული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. სადაზღვევო კომპანიის შენობაში არავის უშვებენ. დამატებითი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

PIA.GE შსს-სთან არკვევს დამატებით დეტალებს.