მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილი სასამართლოზე

8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ახლახან გამოაცხადა.

ცნობილია, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

შეგახსენებთ, რომ სენაკში 8 და 9 წლის დებზე სექსუალური ძალადობისთვის მამა-შვილი 25 ივნისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ და ზ.გ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს.

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ და ზ.გ დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.