მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ

საქალაქო სასამართლოს შენობა

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ.

როგორც დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომლებიც გამოიკითხება.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.