მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი რურუას სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

გიორგი რურუას სასამართლოში

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.