მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

აფეთქება საზოგადოებრივ ცენტრში

მარტყოფში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. შემთხვევა გვიან ღამით მოდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხა წაიღეს.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.