მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუშეთის გზაზე ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

 თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიცია ჯგუფები იყო მობილიზებული.

მომხდარის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge შსს-ში დამატებით დეტალებს არკვევს.