მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი

პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს უკანონოდ უსმენდნენ. შესაბამისი ინფორმაცია პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ.

როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.

ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე საზოგადოებას 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიების წინასწარი შედეგები გააცნო.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.