მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში ავარია მოხდა - დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

არ გადაკვეთო

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე 25 წლის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.