მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.