მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

„ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო

დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში დაბრუნდნენ.

მათ კომპანია „ენკას“ სპეცტექნიკისთვის ხეობის ორივე შესასვლელი ჩაკეტეს.