სამართალი

შსს წერეთლის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სპეწცოპერაცია წერეთელზე
ინფორმაცია
1605879892
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ოფისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

📌 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებს მძევლად 10 ადამიანი ჰყავთ აყვანილი, ერთი ადამიანი კი გაუშვეს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმდჯომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოს...

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

1627995155
„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მ...

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.