მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 20 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ტყვია ესროლეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ხეჩინაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილია. სავარაუდო თავდამსხმელები ამ დროისთვის მიმალულები არიან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ასევე, უცნობია რა გახდა დაჭრის მიზეზი.

როგორც pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე(დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე), რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.