მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს 

საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს.

დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისინი ერთ- ერთ ადგილობრივთან სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მომხდარის დეტალებს სწავლობენ.