მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ზვიადაური თავს დამნაშავედ არ ცნობს

ოლიმპიური ჩემპიონი

თელავის რაიონულ სასამართლოში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი.

ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ კაპანაძე იმსჯელებს.

„თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო. დანარჩენს ადვოკატები იტყვიან“, - განაცხადა ზვიადაურმა სასამართლო პროცესზე.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა, სასამართლო სხდომის 18 აგვისტოს გამართვის მოთხოვნის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვას დაესწროს.

ინფორმაციისთვის, 16 აგვისტოს, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

17 აგვისტოს სოფელ წინანდალთან მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

18 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.