მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორს, გენერალ ებერჰარდ ცორნს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

ქართველ და გერმანელ კოლეგებს შორის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ყურადღება ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულებასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესზე გაამახვილეს და ამ კუთხით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დაესწრნენ.