მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სამხედრო ნაწილებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სამხედრო ნაწილებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულებიდან 28 წელი გავიდა.

სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.