მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

ჯივიპის ლოგო

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 ივნისის 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-10 და მე-10ა კვარტალებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტალებს, ხევძმარის ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - gwp.ge