მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბაშაში თხილის საკრეფად წასული კაცი დაიკარგა 

პოლიცია, შსს, ლენტი

აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის კაცი დაიკარგა.

ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, მუშაობის პროცესში ის ჯგუფს ჩამორჩა, მას ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე დაკარგული მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი იპოვეს.

როგორც PIA.GE-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, დაკარგულს აბაშის სოფელ თხმელარში ეძებენ.

ახმედ ბუსკანძის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცველები და დაკარგული მამაკაცის ახლობლები. მომხდარზე PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.