მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანდრია ჯაღმაიძე: გამოვრიცხავ, რომ ნინოწმინდაში სექსუალურ ძალადობაზე რაიმე საფუძველი არსებობდეს

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობას საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, სექსუალური დანაშაული არ მომხდარა და ამის მტკიცების რაიმე საფუძველი არ არსებობს.

„სრულიად გამოვრიცხავ, რომ იქ სექსუალურ ძალადობაზე რაიმე საფუძველი არსებობდეს. ერთადერთი საქმე, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს, ეს საქმე მიმდინარეობს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი არც დაზარალებული, არც ბრალდებული და არც ვინმეზეა სამართლებრივი დევნა.

ამის უტრირება მოხდა, მუდმივად ტრიალებდა ეს თემა. საქმე, რომელიც აღიძრა განცხადებაზე, რომელზეც არანაირი დასაბუთება არ აქვს. არცერთი საქმე როგორც ირკვევა, არ იხსნება, ეს საქმეები აღძრულია იმის გამო, რომ რიგ განცხადებებზე ვალდებულება აქვს შსს-ს, რომ აღძრას,“ - განაცხადა ანდრია ჯაღამიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 4 საქმე იყო აღძრული.

ინფორმაციისთვის ნინოწმინდის პანსიონს მეუფე სპირიდონის ნაცვლად, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.