მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილმა ,,მთავარ არხს" ქარტიაში მოუგო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ლოგო - Pia.ge

„მთავარი არხის" ჟურნალისტებმა ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს" - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ავრცელებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტებმა ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიმართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 10 აპრილს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.

განმცხადებელი, ასევე, დაობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.