მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფბა: ეკონომიკის სამინისტრომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფის შესახებ პოზიცია ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს

აფბამ პრემიერმინისტრს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ.

აფბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად დაცული დე ფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პოზიციით, ერთი მხრივ, მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის ტარიფი, საკმაოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ქვეყანაში არსებული ბიზნესის მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარება ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად იზრდება და ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. გასულ და მიმდინარე წელს ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები. როგორც ირკვევა, დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე.

აფბას შეფასებით, თუკი მოხდება 60/40-ზე პარიტეტის დაცვა, მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების დაბალანსება მოხერხდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე.