მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვატანდით ცხედარს, ზედ გადავეფარე და მაინც წაიყვანეს“ - გარდაცვლილი ოპერატორის დედა

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის დედა

ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გარდაცვლილი ოპერატორის დედის თქმით, ის ექსპერტიზაზე გადასვენების წინააღმდეგი იყო, თუმცა მიცვალებული მაინც წაიყვანეს.

„ზედ გადავეფარე, მეტი რა მექნა, ქალები ვიყავით, ვფართხალებდით და მიცვალებულს არ ვატანდით. მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა. განგვიმარტეს, რომ კანონით ასე არის საჭიროო ... იმისთვის, რომ დაისაჯოს ის ხალხიო. ვინ ხალხი ? 40 წელი მე თვითონ ექსპერტი ვიყავი. მე არ ვიცი რა ხდება ექსპერტიზაზე?“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.