მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს“ - „World Vision - საქართველოს“ დირექტორი

ბავშვთა სახლი ნინოწმინდაში

„World Vision - საქართველოს“ დირექტორის ეკა გურგენაძის განცხადებით, არა მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც არსებობს შეთანხმება.

როგორც გურგენაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას.

„საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ ჩვენს რჩევებს, მოისმენენ და გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში. რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა დიდი ზომის პანსიონატზეა საუბარი“, - აცხადებს გურგენაძე.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე პანსიონში 23 ბავშვი რჩება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

🔴 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

🔴 „ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი