მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე Pia.ge

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ურბანულ პროექტებს და გამწვანებას თბილისის განვითარების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა. თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა. დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა დედაენის ბაღი საზეიმოდ გახსნეს.