მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსებული ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

დეჟავუში აფეთქება მოხდა

არსებული ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს.

შემთხვევა კახეთში მოხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.