მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად“ - ილია მეორე

საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამაღლების დღესასწაულის წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

მან მრევლს ამაღლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მორწმუნეები უფალთან შესახვედრად მზად უნდა იყვნენ.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ჩვენ გვიწერია იგივე გზა, ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. მე მოგილოცეთ ეს დღესასწაული და სიტკბო მოგიტანეთ, რასაც თქვენ ხედავთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ბრძანა პატრიარქმა.