მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარწმუნებული ვარ, მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს“ - მეუფე ნიკოლოზი

ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მომზადება დააბრალეს და მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც მეუფემ გაავრცელა, მან აღნიშნა, რომ „ციანიდის“ საქმიდან დაიწყო ეკლესიაზე მასშტაბური შეტევა.

„მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვა. თუმცა, აქაც სხვა ფაქტორებია. ძალიან უნდა მოინდომო, რომ გამოგარჩიონ და დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა. რაღაც უნდა გააკეთო ამისთვის. ყველა ასეთი ბრალდებისთვის არ გამოდგება, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი.

ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. პირველად როცა გავიგე, რომ ამაზე იყო ლაპარაკი, რომ ვიღაც აპირებდა პატრიარქის მოკვლას, ხომ სისულელე, მაგრამ მაინც ამაზე დაიწყეს ლაპარაკი.

ფაქტობრივად, ციანიდის საქმიდან დაიწყო ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა. შეტევის ძირითადი არსი არის სისულელეების ლაპარაკი“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მიმდინარე წლის 17 ივნისს ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო.