მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგოლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა

ნგრევადი შენობა

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა.

ადგილობრივების თქმით, სამუშაოების დროს კედელი ჩამოიშალა და მუშას აგურები დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ე.წ. იტალიური ეზოს მცხოვრებლების განცხადებით, ამგვარი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა და მაშინ დაზიანებები სხვა მუშამ მიიღო.

ადგილზე გამაგრებით სამუშაოებს „შპს გრანიტი“ აწარმოებს.